უდიდესი განსაცდელი თაკო მელიქიშვილისთვის

უდიდესი განსაცდელი თაკო მელიქიშვილისთვისმომღერალ თაკო მელიქიშვილს ცხოვრებაში მძიმე ეტაპი უდგას.

მისი 4 წლის შვილი – რატი უწყვეტ თერაპიულ დახმარებას საჭიროებს. 2 შვილის მარტოხელა დედას კი ამ ყველაფერთან მარტო გამკლავება უჭირს.

თაკოს დასახმარებლად მისი მომღერალი მეგობრები ერთიანდებიან და 13 ოქტომბერს რესტორანში “ვეფხი და მოყმე” საქველმოქმედო საღამოს გამართავენ.

პატარა რატის დასახმარებლად იმღერებენ მერაბ სეფაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, თემურ თათარაშვილი, მაკა ზამბახიძე, ლაშა ღლონტი, სოფო ბედია, დათო ხუჯაძე.

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარია.

იმისთვის, რომ პატარა რატი გამოჯანმრთელდეს, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ამ კეთილ საქმეში მცირედი წვლილი შევიტანოთ და მინიმალური თანხა ჩავრიცხოთ მომღერლის ანგარიშზე:

GE53BG0000000336214175GEL

მიმღები თამარ მელიქიშვილი