21 ოქტომბერი, 2020

უდიდესი განსაცდელი პიანისტ ნინო სამნიაშვილისთვის

პიანისტი ნინო სამნიაშვილის ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი დგას. მას ძვალკუნთოვანი სისტემის პრობლემა აქვს. ვეღარ ამოძრავებს მარჯვენა ხელს. ხშირად აწუხებს თავის ტკივილები და უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.

ხელოვანს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს და სამწუხაროდ, გამაყუჩებლები ვეღარ უყუჩებენ. ამ ტკივილების გამო, პიანისტის რეაბილიტაცია ჩავარდა.

ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ და თუ მკურნალობა არ ჩატარდა სრულფასოვნად შესაძლოა ნინომ დაკვრა ვეღარ შეძლოს.

კეთილი ადამიანების დახმარებით ნინომ უკვე ბევრი კვლევა ჩაიტარა და გაიარა სხვადასხვა სახის მკურნალობა, ამ მკურნალობების დამსახურებით მოხერხდა ადენომის მართვა, რომელიც პიანისტს თავში ჰქონდა.

იმისთვის, რომ ნინო სამნიაშვილმა შეძლოს გამოჯანმრთელება, თითოეული ჩვენგანის დახმარებაა საჭირო. მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:

GE35BG0000000161372872
მიმღები ნინო სამნიაშვილი