9 ოქტომბერი, 2020

თიკა მახალდიანი: “ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი!”

მომღერალი თიკა მახალდიანი დუმილს არღვევს და საჯაროდ საუბრობს მისთვის ყველაზე მტკივნეულ  თემაზე. მისი დედა – თამუნა ანთელავა აღდგომის დღესასწაულზე ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა:

“ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე და ეხლა ძალიან გაბრაზებული ვარ!

დღეს სასამართლოზე არ დაუშვეს არც ჩემი მეუღლე, არც დეიდაშვილი და არც ჩვენი ადვოკატი. არ ვიცი, მოიგონეს თუ მართლა პანდემიის გამო, სხვაგან ყველგან გამოტენილია ხალხით სადაც არ უნდა გაიხედო.

ამ პანდემიამ დაგვღუპა და სახლში გამოკეტვამ ზუსტად! ამდენი ხანი რატო არ გამოაქვთ განაჩენი სასამართლოს ძაან მაინტერესებს? რას ელოდებიან? რით ვერ დამთავრდა – 6 თვე გახდება მალე, რატო წელავენ?

რამე ისე რო არ მოხდეს რასაც ველოდებით, წარმოდგენაც არ მინდა მარტო მე რასაც ვიზამ! მკვლელი დაისაჯოს სათანადოდ!”