24 ოქტომბერი, 2020

თამაზ ჭეიშვილის საგანგებო განცხადება

მწერალი თამაზ ჭეიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს:

“როცა კორონა ვირუსი შეეხება თქვენს ახლობლებს, ან შეგეხებათ თქვენ, მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რა სატანურ მოვლენასთან გაქვთ საქმე. ჯვარი გწერიათ, არავის ვუსურვებ!

მე ის უკვე შემეხო!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კორონა ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი და ძალიან ძნელი დასამარცხებელია! ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს, დაიცავით ელემენტარული წესები, რასაც ექიმები გვირჩევენ!

პირადად მე, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ,,იგავ-არაკად”, მიმაჩნდა! ამ ,,ჭირის” წამალი არ არსებობს და ალბათ კარგა ხანს ვერ შექმნიან! მე ჩემი გითხარით! დანარჩენი თქვენი საქმეა! გისურვებთ თქვენ კართან ,,არ დაეჩოქოს ამ აქლემს!”