6 ოქტომბერი, 2020

თამარ მეფის უნიკალური ფრესკა ყინწვისში საფრთხეშია

ყინწვისი მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული მონასტერია, თუმცა მის წინამძღვარს ეს სულაც არ უშლის ხელს უგნური თვითშემოქმედების განხორციელებაში.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“სამწუხაროა, რომ წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევია ყინწვისის მონასტრის დღევანდელ მწყემსებს.

როგორ დაგვიქვეითდა გრძნობა, მოწიწება და გონიერება ერთია, მეორე ის, რომ ამით ფრესკის ქვედა ნაწილის გაცრეცვა-წაშლის საფრთხე შეიქმნა.

არ დასრულდა თვითნებური და უგნური თვითშემოქმედება ყინწვისის მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ მონასტერში.”