29 ოქტომბერი, 2020

სამარცხვინოდ დაკრძალული იაკობ გოგებაშვილი

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ქართველებისთვის “დედა ენის” შემდგენელი იაკობ გოგებაშვილი დაკერებული ფეხსაცმლით და დაკემსილი ჟილეტით დაკრძალეს.

ირმა უკლება:

“და როცა მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს, დაკერებული ფეხსაცმელი და პიჯაკის შიგნით დაკემსილი ჟილეტი ეცვა თურმე მიცვალებულს, მაშინ, როდესაც დიდძალი ფული დაუტოვა სკოლებს…

მან და მისნაირებმა იმდენი შეძლეს, რომ გადარუსებულ საქართველოში 1700 ქართული სკოლა გახსნეს, თვით ყველაზე მივარდნილ სოფლებშიც კი… დღეს კი 2000-მდე სკოლაა.

ენა შემოუნახა და გადაურჩინა ერს! ენა, რომელზეც იმ დროს ხეირიანად ვეღარც ლაპარაკობდნენ და ვეღარც წერდნენ, რადგან ,,ერთმორწმუნე” რუსმა ცნობიერებაზე მიიტანა იერიში, ქართულ ეკლესიას დამოუკიდებლობა წაართვა და უამრავი სკოლა რუსულად აამეტყველა, ეს ის დრო იყო,როცა საკუთარ ენაზე ვეღარ ლოცულობდა და ვეღარ სწავლობდა ქართველი. დედა ენა საფიცარია!”