20 ოქტომბერი, 2020

საბა საფარელი: “ვეღარ ვუკრავ”

ქუჩის მუსიკოსი და მომღერალი საბა საფარელი აცხადებს, რომ ვეღარ უკრავს, რადგან მისი დაკვრა და სიმღერა დღეს არავის უნდა:

“რა თქმა უნდა, ვეღარ ვუკრავ… ვის უნდა დღეს ეს?!

ვრჩები ისევ უმუშევარი გაურკვეველი ვადით. რით გადავიხდი ბინის ქირას, ან როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას, იცის მხოლოდ ღმერთმა.

მე სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლე. მხოლოდ ამის გააზრება მაცოცხლებს…

…დავუკარი მარჯანიშვილზე და ვარკეთილში, თავი უცხოპლანეტელად, ზედმეტად ვიგრძენი…

ხელოვანი ადამიანისთვის ეს მომაკვდინებელია.

მე სიყვარული მჭირდება, ღიმილი და სითბო.

მჭირდება მატერიალურიც, მაგრამ ნაკლებად.

დაცლილი ქალაქი, ამდენი გარდაცვლილი, ათასზე მეტი ახალი შემთხვევა, უმართავი სიტუაცია, ბურუსით მოცული მომავალი ადამიანებს არ უტოვებს ძალას იმის რომ გაგიღიმონ.”