ნატო მეტონიძის უდიდესი განსაცდელი

ნატო მეტონიძის უდიდესი განსაცდელიმომღერალ ნატო მეტონიძეს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდი დაუდგა. მას ვერაგი დაავადება დაუდგინდა, თუმცა ადრეულმა დიაგნოსტიკამ მომღერალი ქიმიოთერაპიას გადაარჩინა:

“ჩემი შემთხვევა ამ ავადმყოფობის მარტივი მიმართულება აღმოჩნდა, სხვა დანარჩენთან შედარებით მსუბუქი ფორმა, ამიტომ მის დასამარცხებლად შედარებით მარტივი გზა გავიარე. არ დამჭირდა ქიმიოთერაპია და ეს იმიტომ, რომ ის ადრე აღმოვაჩინე…

ყველაზე მთავარია, ვიყოთ ყურადღებიანი და კულტურული საკუთარი თავის მიმართ და ჩვენი საყვარელი ადამიანების მიმართაც გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. ამისათვის საჭიროა, გადავლახოთ შიში და წელიწადში ერთხელ გამოვყოთ 1 საათი ექიმთან კონსულტაციისთვის.”