2 ოქტომბერი, 2020

მოუსმინეთ ოთარ იოსელიანს!

რეჟისორმა ოთარ იოსელიანმა მისთვის ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ინა კუროჩკინას ფილმში ისაუბრა.

– პუტინის მოწინააღმდეგე რუსებსაც კი ვერ ვაგებინებ, რომ როცა ჩამოდიან საქართველოში, რომლის ტერიტორიებიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიტაცა, ბოდიში მაინც მოიხადონ. ისინი მაინც თავისას ამტკიცებენ – მოდი ვიმეგობროთ, – ამბობს გადაცემის ავტორი.

ოთარ იოსელიანს კი მიაჩნია, რომ რუსეთში არსებული მდგომარეობა დიდხანს ვერ გასტანს:

“როგორ იქცევა რუსეთი? თავის დროზე როგორ შევიდნენ პრაღაში, უნგრეთში, სამწუხაროა ეს ყველაფერი, პირველ რიგში კი რუსეთისთვის, რომელიც იღუპება. მისი ოკუპაცია მოახდინეს ბოლშევიკებმა, გაწყვიტეს თავადები, გააკულაკეს გლეხობა, დახვრიტეს და გადაასახლეს ინტელიგენცია, გადაიმტერეს მწერლები…

რაც რუსეთში ხდება, დიდხანს არ გასტანს. ეს არის ხამობის ციკლი – ის აუცილებლად გადამწიფდება და დამპალი ვაშლივით ჩამოვარდება. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თბილისში ხამი რუსები დაძრწიან, ისინი რუსეთშიც მრავლად დაძრწიან…”