27 ოქტომბერი, 2020

მიხეილ ზაქარიაშვილის უდიდესი განსაცდელი

არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორ-შემსრულებელს მიხეილ ზაქარიაშვილს ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელის ეტაპი დაუდგა.

ხელოვანმა მხოლოდ ახლა გაამხილა, რომ ზაფხულში ინსულტი ჰქონდა და ფორტეპიანოზე დაკვრა არ შეუძლია:

“ივლისის თვეში ინსულტი მქონდა. ახლა კარგად ვარ, ხელ-ფეხი უკვე ავამუშავე.

აბა, კარგად მეყოლეთ ყველა… ჯერ პიანინოს ვერ ვუკრავ, მაგრამ კარგად ვარ…”