12 ოქტომბერი, 2020

მაია მიქაშავიძის მიმართვა დედებს

სამკაულის დიზაინერი მაია მიქაშავიძე დედებს მიმართავს:

“ჩემო ძვირფასებო, მოკლედ გეტყვით. ბევრი ქალი მწერს და მთხოვს დახმარებას. უარი არ მითქვამს არავისთვის, მცირედს ვუწილადებ ხოლმე. მაგრამ, მინდა ვუთხრა მათ, არც ისეთი მდიდარი ვარ, რომ მუდმივი დახმარება შევძლო.

თან, ძალიან მაღიზიანებს ასეთი ადამიანები, ვინც სხვის ხარჯზე აჩენს ბავშვებს და მერე აშიმშილებს… (არ ვგულისხმობ ინვალიდებს და პირიქით, ვუთანაგძნობ მათ)…

ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და გადავწყვიტე, ყველა, ვინც ამ დღეშია და უსუსურ, უმწეო შვილებს თავიანთი უნიათობით აუბედურებს (ეს საქციელი კანონით უნდა ისჯებოდეს), დავასაქმო, ანუ გადავამისამართო შესაბამის ორგანიზაციებთან…”