12 ოქტომბერი, 2020

ლევ ტოლსტოი ოღლა გურამიშვილზე

რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღა გურამიშვილის გადაწყვეტილებით – სიკვდილით არ დაესაჯათ მისი ქმრის მკვლელები – აღფრთოვანებული წერდა:

“მაშინ, როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი და ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც, იგი მხეცურად სცემეს და დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო.

აქამდე ვიცოდით, ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან რომ ამოდის. ახლა უნდა დავსძინოთ და ვთქვათ, რომ ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოაშუქა…”