25 ოქტომბერი, 2020

გივი სიხარულიძის მიძღვნა ყველა ქალს

მსახიობისა და მწერლის გივი სიხარულიძის მიძღვნაში გაერთიანებულია ყველა ქალბატონი: – იას, ენძელას, ვარდს, ეძღვნება ყველა ქალს!

“მზესთან” – ასე ჰქვია ლექსს, რომელიც ხელოვანმა მანდილოსნებისთვის დაწერა:

“ზღვის ნაპირზე უნაზესი ქალი
იწვა, თითქოს მზის სხივებით მთვრალი.
სადღაც ახლოს ირწეოდა ქარი,
უცბად ქალში შევამჩნიე ქნარი.
მზესთან ახლოს დაფრინავდა სული,
სხეულიდან ნაზად ამოსული.
დაფრინავდა, დაფრინავდა ცაში
იყო მზესთან, იყო ქალში.
როცა სხივმა შეაღწია კანში,
იგრძნო, რომ მას მზე იწვევდა
საცეკვაოდ ცაში.
მაშინ ფიქრმა გაიელვა ქალში:
ეს სამყარო არის ჩემთან ვალში!
ვერ ხვდებოდა, ალბათ, ცოდვის შვილი,
რომ მძივივით იყო აწყობილი,
და ძაფი რომ არ წყდებოდა მასში,
თვითონ იყო იგი ღმერთთან ვალში!”