2 ოქტომბერი, 2020

გია ყანჩელის და ნიკო გომელაურის ამბავი

კომპოზიტორ გია ყანჩელის და მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის ამბავი ნიკოს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო:

“სამწუხაროა, რომ ნიკო გომელაურის პოეზია ჩემთვის ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების შემდეგ.

ნიკოს განსაკუთრებულმა ინდივიდუალობამ და ნიჭიერებამ განაპირობა გამომეჩინა ინიციატივა, რათა მასზე შექმნილი სატელევიზიო ფილმის მუსიკალური თანხლება მე შემესრულებინა.

დასანანია, რომ ნიკოსთან ვიზუალური ურთიერთობა მხოლოდ სამონტაჟო მაგიდასთან მუშაობისას განვიცადე.
მსიამოვნებს, რომ მისი მრავალი სტრიქონი მადლიერებით მახსენდება.

ჩემი ქვეყანა სუგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულდაშლილია…

ვფიქრობ, რომ ნიკო გომელაური მისმა სულგაშლილობამ დაშალა…

საუბედუროდ, ძალიან ადრე…”