გია ბურჯანაძის უმნიშვნელოვანესი პრიზი

გია ბურჯანაძის უმნიშვნელოვანესი პრიზიგია ბურჯანაძის თეატრალური თუ კინო როლები მაყურებელს ძალიან უყვარს. გიგა ლორთქიფანიძის “თეთრ ბაირაღებში” მსახიობის მიერ განსახიერებული ლიმონა დევდარიანის პერსონაჟი კი მისი შემოქმედებიდან ნამდვილად განსაკუთრებულია. მაყურებელს ყველაზე მეტად ლიმონას მიერ ნუნუ ექიმისთვის წაკითხული “ტანო ტატანოს” ეპიზოდი მოსწონს.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გია ბურჯანაძემ ამ როლისთვის, როგორც მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელმა, პრიზი მიიღო.

“თეთრი ბაირაღების” გადაღებებს გიგა ლორთქიფანიძე ყოველთვის დიდი სიამოვნებით იხსენებდა:

,,თეთრი ბაირაღების” გადაღებები აგვისტოში დავიწყეთ, პაპანაქება სიცხე იყო. ძველი კინოსტუდიის პავილიონში აგვიშენეს ციხის “კამერა”, ჩავიკეტეთ და სამ თვეში გადაღებები უკვე დასრულებული იყო.
კინოთეატრებში ფილმის ჩვენება ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა. გია ბურჯანაძემ ლიმონა დევდარიანის როლისთვის პრიზიც მიიღო – მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. ხანდახან მარტო წვალებაა ფილმზე მუშაობის პროცესი – წვალობს რეჟისორი, ან მსახიობი და არის დაუსრულებელი გოდება.

“თეთრ ბაირაღებზე” ასეთი რამ არ მომხდარა, პირიქით – მუშაობა ყველას გაგვიადვილდა და კარგადაც ვიმხიარულეთ.”