1 ოქტომბერი, 2020

ელისო ბოლქვაძე პოლიტიკაში

მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

იგი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში 32-ე ნომრად არის წარმოდგენილი.

ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სია გაასაჯაროვა.