16 ოქტომბერი, 2020

დემნა გვასალია ამერიკულ სერიალში

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სატელევიზიო სტუდია HBO-ის ახალ მინისერიალში “We are who we are” ყურადღების ცენტრში მოხვდა.

იტალიაში მცხოვრები ამერიკელი ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე გადაღებულ სერიალში არის ეპიზოდი, სადაც ფილმის გმირები დემნაზე საუბრობენ:

– იცი დემნა გვასალია?
– არა, ვშიშობ არ ვიცი.
– ის არის ვეტმანის მთავარი დიზაინერი, ახლა კი ბალენსიაგასთვისაც მუშაობს. ის არის ქართველი. მას ახსოვს ომი იმ დროიდან, როდესაც პატარა ბიჭი იყო.