დალი თუშიშვილი – ულამაზესი მსახიობი უდიდესი ტკივილით

დალი თუშიშვილი - ულამაზესი მსახიობი უდიდესი ტკივილითმიუხედავად იმისა, რომ დალი თუშიშვილი პროფესიით მსახიობი არ ყოფილა, ეს მაყურებელს საერთოდ არ აინტერესებდა, რადგან ეკრანზე გამოჩენისთანავე მისი სილამაზე ყველას ატყვევებდა.

პირველად გადასაღებ მოედანზე 12 წლის ასაკში მოხვდა და მას შემდეგ ითამაშა სხვადასხვა ფილმებში: “დაისი”, “ცეცხლთან თამაში”, “ღამის ვიზიტი”, “აბესალომ და ეთერი”, “მაცი ხვიტია”, “ღიმილის ბიჭები”, “დიდოსტატის მარჯვენა”.

პროფესიით ექიმს მთელ საქართველოში იცნობდნენ. მისი სილამაზით მოხიბლული ბიჭები კი ცდილობდნენ უმშვენიერესი გოგონას გული მოეგოთ. დალი თუშიშვილმა არჩევანი ქირურგ თემურ ბუაჩიძეზე გააკეთა. წყვილი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლებოდა.

ულამაზეს ქალბატონს ცხოვრებამ დიდი გამოცდა მოუწყო – მეუღლე, ძმა და შვილი გარდაეცვალა, თუმცა უდიდესმა ტრაგედიებმა მის სილამაზეს კვალი მაინც ვერ დაატყო. ის არასდროს ტიროდა სხვების თანდასწრებით, არავისთან საუბრობდა საკუთარ ტკივილზე, დარდსა და პრობლემებზე, რადგან მიაჩნდა, რომ მისი განსაცდელი მუდმივად მასთან უნდა ყოფილიყო.

ციტოლოგი, ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დალი თუშიშვილი ლეიკემიით გარდაიცვალა.