30 ოქტომბერი, 2020

ალექსანდრე ზაზარაშვილი სელინ დიონის ფოკუსში

უკრაინული “ვოისის” გამარჯვებული ქართველი მომღერლის ალექსანდრე ზაზარაშვილის წარმატებები გრძელდება.

ინტერნეტში გავრცელდა სელინ დიონის ცნობილი ჰიტის “All By Myself” საუკეთესო შემსრულებლების ვიდეოები. რჩეულები გახდნენ ალექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოდან და დიმაშ კუდაობერგენოვი ყაზახეთიდან.
80 მილიონი მაყურებელის რჩეული კი ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა. სწორედ მის ვიდეოს მოჰყვა ყველაზე დიდი გამოხმაურება და პირველი ადგილიც დაიმსახურა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი:

“დედაჩემს ვესაუბრებოდი ტელეფონით, როდესაც შეტყობინება მომივიდა მთელი მსოფლიოს “ვოისიდან” და ძალიან გამეხარდა, შოკში ჩავვარდი. “გლობალ ვოისი” უკვე სელინ დიონის გამოხმაურებას ელის.”