8 სექტემბერი, 2020

ჟანრი ლოლაშვილის გაფრთხილება

რუსთაველის თეატრის მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი გვაფრთხილებს ყველას, რომ კარგად დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე და ყველაფერი დეტალურად გავაანალიზოთ:

“ვინ რამდენ ხანს ვიცოცხლებთ, რა ვიცით. ვის რა ბომბი გვაქვს ჩადებული, რას გაიგებ. თუ მოვხუცდი, გადავბრუნდები კედლისკენ და ვიქნები. ტკბილი დაბერება არ არსებობს, ტყუილია. არ მინახავს ეგეთი ადამიანი, რომ ტკბილი სიბერე ჰქონოდა და შვილიშვილებთან ჩატკბა და ჩაფელამუშდა.

სიბერე არის შფოთი, ხელის ჩაქნევა, ამაოების გრძნობა… წუხილი იმატებს. მშობელი, რომელიც დიდი ხანია აღარ გყავს, გახსენდება და წუხხარ. პანაშვიდებზე სასიარულო გემატება… მარტოა ადამიანი, თავის წუხილთან მარტოა…”