25 სექტემბერი, 2020

ვერკა ჯაჯანიძეს ლანძღავენ

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს – ვერკა ჯაჯანიძეს ლანძღავენ, მოცეკვავე კი ყველაფერს განგებას ანდობს:

“არ ვეხები და არ ვპასუხობ იმას, ვინც მლანძღავს და მაკრიტიკებს. ასეთ დროს ნერვებს ვუფრთხილდები და განგებას მივანდობ ყველას და ყველაფერს.

არავის არ ვაკრიტიკებ საკუთარი თავის გარდა.

ადამიანები საკუთარ აგრესიაში იხრჩობიან და ჰგონიათ გულს იოხებენ, ჰგონიათ შვებას პოულობენ, როცა სხვებს აკრიტიკებენ და ლანძღავენ. ამ დროს ენერგეტიკულ ტალახში იხრჩობიან და ვერც კი ხვდებიან, როგორ ერყევათ ფსიქიკა, როგორ ანგრევენ თავიანთ ჯანმრთელობას და მომავალს.

არასოდეს არ დააბრალო სხვას, საკუთარი წარუმატებლობა. ძალიან ხშირად წარუმატებლობა მოდის, თუ ადამიანი წინდახედული არ არის.

ხშირად ამბობენ, რომ ბედი არ წყალობთ.

თქვენ წყალობთ საკუთარ თავს?

წყალობაა, როცა სხვის შეცდომებზე სწავლობ.
წყალობაა, სხვისი ცხოვრებით რომ არ ცხოვრობ.
წყალობაა, სხვას რომ არ ერჩი.
წყალობაა, როცა საკუთარ შეცდომებს ხედავ და აღარ იმეორებ.
წყალობაა, საკუთარ თავში თუ ებრძვი ეჭვებს, შურს, აგრესიას და პირველობის ჟინს.

მაბედნიერებს ჩემი ხასიათი, თვისებები, გეგმები და სურვილები.”