20 სექტემბერი, 2020

უპატიებელი დანაშაული სერგო ფარაჯანოვისადმი

ცნობილი რეჟისორის სერგო ფარაჯანოვისადმი უპატიებელი დანაშაული აქვს საქართველოს. ჩვენს ქვეყანასა და დედაქალაქზე უზომოდ შეყვარებულ ხელოვანს არც სახლ-მუზეუმი აქვს თბილისში და არც უკანასკნელი განსასვენებელი.

რეჟისორი ქეთი დოლიძე ირწმუნება, რომ უნიჭიერესი რეჟისორი თბილისიდან გასული საუკუნის 90-იანების ვაი-პატრიოტებმა მოაშთეს. სომხეთში არსებულ სერგო ფარაჯანოვის მუზეუმს კი არაფერი აქვს საერთო ხელოვანის ყოფასთან:

“მე ვიცი, როგორც დავკარგეთ ფარაჯანოვი! როგორ უპატიებელია ეს ყველაფერი! ჩემთვის აქვს ნათქვამი: ჩემი ძვლები ტკივილს არ შეწყვეტენ, თუ დედის გვერდით არ დამკრძალეს, კუკიაზეო!

90-იანების ვაი-პატრიოტებმა მოაშთეს სერგო თავისი უსაყვარლესი თბილისიდან!

წვრილად დავწერ მალე ყველაფერს!

იმ გაწკრიალებულ მუზეუმს კი არაფერი აქვს საერთო სერგო ფარაჯანოვის ყოფასთან!”