11 სექტემბერი, 2020

წინანდლის ფესტივალის ორგანიზატორების ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება

ასე მიაჩნია ტელეწამყვანსა და მსახიობს ნინო ზაუტაშვილს და წინანდლის წლევანდელი ფესტივალის ორგანიზატორებს მათხოვრებს უწოდებს:

“როგორ არ დავწერო და როგორ არ შევიგინო ხმამაღლა ყველას გასაგონად. წინანდლის ფესტივალის ორგანიზატორებმა და მთავრობამ ერთად მიიღეთ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც კი შეიძლება თავში მოსვლოდა ადამიანს.

ვინც არ იცის რას ვგულისხმობ, მოკლედ გეტყვით. წინანდლის ფესტივალი, რომელსაც წელიწადში ერთხელ ველოდები დიდი გულისფანცქალით, იმიტომ რომ მიყვარს მუსიკა და განსაკუთრებით კლასიკური, წელს მოიწვია მარტა არგერიხი. ასეთი პიანისტები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ველოდებოდი მის კონცერტზე მოხვედრას და საკუთარი თვალით ნახვას და საკუთარი ყურით მოსმენას.

თავდაპირველად, ბილეთების ფასი იყო ასტრონომიული, თან გულისხმობდა კონცერტზე დასწრებას და წინანდლის რადისონში ღამის გათევას. ღირებულება 930 ლარი და ზევით. მარტა არგერიხი შეუფასებელია, ამაზე არ ვდავობ. ბიზნესიც რომ ბიზნესია არც ამაზე, მაგრამ მთელ მსოფლიოში ყოველთვის ითვალისწინებენ, რომ სწორედ კლასიკური მუსიკის მოვარულთა კატეგორია არასოდესაა ჩარჩოში მოქცეული, თან აუცილებლად მაღალშემოსავლიანი საზოგადოების ჩარჩოში.

გამოხდა ხანი და ბილეთები ვერ გაიყიდა და მხოლოდ შემდეგ გვცეს პატივი და გამოყარეს დარბაზის და ტერასების სხვადასხვა ფასიანი ბილეთები. 125 ლარიდან დაწყებული 265 ლარამდე რადისონში გაჩერების გარეშე. იმწუთასვე შევიძნე, თან მყავს უახლოესი ადამიანები თელავში და სწორედ მათთან ვაპირებდი სტუმრობას.

ამასობაში ვირუსმა ძალა მოიკრიბა და შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, რადისონში ვინც რჩება და დიიიდ ფულს იხდის, ისინი მოისმენენ არგერიხს, დანარჩენებს დაგვემშვიდობნენ.

ახლა სანამ შევიგინები, მანამდე ვსვამ შეკითხვას, ვის თავში მოიხარშა ეს ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილება. ესეც კრიზის მართვის არცოდნის მაჩვენებელია და არა მარტო. მოვკვდები და მარტა არგერიხს ცოცხალი შესრულებით ოდესმე მოვისმენ, ოღონდ არასდროს წინანდლის ფესტივალზე. თქვე ყველაზე მათხოვრებო. დაივიწყეთ, რომ ფულია მთავარი, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი, თქვენზე მეტი რომ ექნება და დიდი სიხარულით მოგიხურავთ კარს ცხვირწინ, მართლა ყველაფრის მკადრებლებო. სად ვცხოვრობთ, ამის დედა ვატირე.”