მომღერალმა და კომპოზიტორთა თემურ ცაგურიამ ფოთს ჰიმნი მიუძღვნა:
“ჩემო ტკბილო მეგობრებო, აგერ უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ფოთში ვარ! ვეფერები ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, ნათესავებს და მეგობრებს… ამიხდა ოცნება – სამშობლოს ზღვის პირზე ცხოვრება.
გთავაზობთ ლექსს ჩემი ახალი სიმღერიდან ფოთზე. მუსიკაც უკვე მზად მაქვს. მალე ჩავწერ და მოგასმენინებთ:
მე ხომ დილის ცვარი ვარ,
სიყვარულით მთვრალი ვარ,
ვეფერები ვარდებს,
ბულბულების ბარტყებს…
ზღვაზე მთვარის კვალი ვარ,
ავდარშიაც დარი ვარ,
სხვაგან თუ ვარ შავი ზღვა
მენატრება ძალიან…
ფოთელების ღიმილი,
ფოთელების სითბო,
მუდამ ჩემთან იქნება
რაგინდ შორს არ ვიყო..
დალოცვილი ქალაქი,
დალოცვილი ჭერი…
ღმერთმა ნუ მოგვიშალოს
უამრავი წელი…
მე ხომ ქვიშის ქარი ვარ,
დილით ზღვაზე დავდივარ –
ვეფერები ტალღებს,
დელფინების ბალღებს…
ზღვაზე მთვარის კვალი ვარ,
ავდარშიაც დარი ვარ,
სხვაგან თუ ვარ შავი ზღვა
მენატრება ძალიან…
ფოთელების ღიმილი,
ფოთელების სითბო,
მუდამ ჩემთან იქნება
რაგინდ შორს არ ვიყო..
დალოცვილი ქალაქი,
დალოცვილი ჭერი…
ღმერთმა ნუ მოგვიშალოს
უამრავი წელი.”