29 სექტემბერი, 2020

თამაზ ჭილაძის უკანასკნელი ჩანაწერი

პოეტის, მწერლისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის უკანასკნელი ჩანაწერი 2018 წლით ბოლოვდება, რომელიც ნამდვილი აღსარებაა:

“ქვეყანა უცებ შეიცვალა თითქოს ჩემ თვალწინ…
რარიგ მარტივი, გასაგები ყოფილა თურმე
ის, რაც, მეგონა ჩემთვის უცხო, მიუწვდომელი
და სურვილები, ლექსებივით, დავხიე, დავწვი,
მათ შორის ისიც, დამაფრენდა ცაში რომელიც.
და სინამდვილეს ვუბრუნდები
ძე შეცდომილი…”

არანაკლებ ემოციურია თამაზ ჭილაძის ლექსი, რომელიც სიცოცხლესთან გამოთხოვებას ჰგავს:

“ცაში მასაფლავებდნენ,
წვიმა ცრიდა, ციოდა,
ბედნიერი ვიყავი –
არაფერი მტკიოდა.

ცაში მასაფლავებდნენ,
ცის მტკვართან თუ რიონთან,
ბედნიერი ვიყავი –
შენი ხმა მომდიოდა…”