17 სექტემბერი, 2020

“SOS! არნახული ფალსიფიკაცია და ანტიქართული ქმედებები”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს მიმართ არნახულ ფალსიფიკაციასა და ანტიქართულ ქმედებებზე საუბრობს. ამ საქმის მთავარი გმირი კი ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია:

“SOS!

საქართველოს რომ პატრონი არ ჰყავს და ჩვენი სამეცნიერო დაწესებულებები (მეცნიერებათა აკადემიით დაწყებული) მკვდარი ორგანიზაციებია დიდი ხანია მივხვდი, მაგრამ მაინც მინდა რაღაც ვიღონოთ ქართველებმა, იმ ნაწილმა, ვისაც შერჩა სამშობლოს სიყვარული: არნახული ფალსიფიკაცია და ანტიქართული ქმედებები ხდება აზერბაიჯანის მხრიდან, გამომიგზავნეს აზერბაიჯანის საშუალო სკოლის მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს რუკები, სადაც მთელი აღმოსავლეთ საქართველო აზერბაიჯანის (ძველი ალბანეთის და შირვანის) ნაწილებადაა გამოცხადებული, ქართლ-კახეთი კი ქუთაისთან ყოფილა.

არანაირი მონიტორინგი მეზობელი ქვეყნების ისტორიის სახელმძღვანელოების არ ხდება ქართული სამეცნიერო დაწესებულებების მხრიდან, ქართული სახელმწიფო კი უდიდეს უუნარობას და ურეაქციობას იჩენს. რა თქმა უნდა, მათ სახელმძღვანელოს ჩვენ ვერ გამოვცემთ და ვერც შევუცლით შინაარსს, მაგრამ მაღალი ტრიბუნებიდან და სახელმწიფოებრივ დონეზე ხომ უნდა ვიღებდეთ ხმას?! თუ ასე თავლაფდასხმულები სირაქლემის პოზაში ვიყოთ?!”