4 სექტემბერი, 2020

სალომე ქათამაძის საგანგებო განცხადება

სალომე ქათამაძის საგანგებო განცხადებამომღერალი სალომე ქათამაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 2013 წლებში “ახალი ქართული ხმისა” და “ახალი ტალღის” გამარჯვებულს ფინანსური დახმარება ესაჭიროება.

29 წლის მარტოხელა დედას, რომელსაც უსიმპათიურესი გიორგი ჰყავს, სურს ყველაფერი გააკეთოს თავისი შვილის და ადამიანების ბედნიერებისთვის:

“ყოველთვის მინდოდა ტექნოს, ჰაუსისა და ელექტრონული მუსიკის სფეროში მეცადა ჩემი შესაძლებლობები. იმისთვის, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგა, რამდენიმე ინსტრუმენტის ყიდვა მჭირდება, რომელთა შეძენასაც საკუთარი სახსრებით ვერ ვახერხებ. თუკი დამეხმარებით, თქვენი მცირედი წვლილიც არასდროს დამავიწყდება.”