26 სექტემბერი, 2020

ყველაზე შთამბეჭდავი ერთსტროფიანი ლექსი

ერთსტროფიან ლექსებში ყველაზე შთამბეჭდავი მაესტრო გელა ფარჩუკიძისთვის ჰოვანეს თუმანიანის ლექსია, რომელიც მისმა მეგობარმა ქართველმა პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა თარგმნა:

“ერთსტროფიანი ლექსი, რომელიც ბევრის მთლიან შემოქმედებას უდრის… ლექსი, რომელმაც ცრემლი მადინა და მათქმევინა – აღარასოდეს ამას აღარ ვიზამ…

ჰოვანეს თუმანიანის ერთ სტროფიანი ლექსი, მისი ახალგაზრდა მეგობრის – იოსებ გრიშაშვილის მიერ ნათარგმნი… ცავატენეეემ ჰოვანეს–ჯაააან…

“წუხელის ცხვრების მესიზმრა ფარა,
ჩემთან მოვიდა ერთი მათგანი –
ღმერთმა გიცოცხლოს შენი პატარა,
როგორ გეამა ჩემი ბატკანი?”