10 სექტემბერი, 2020

ყველაზე დიდსულოვანი მედეა ამირანაშვილი

ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი ამაყია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა სოპრანოსთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა:

“ყველაზე საამაყო ჩემთვის ის არის, რომ ყველა სოპრანოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ახლაც მაქვს. ცისანა ტატიშვილი, ნათელა ტუღუში, ოლღა კუზნეცოვა, მაყვალა ქასრაშვილი, ლამარა ჭყონია ჩემი მეგობრები იყვნენ და არა მეტოქენი. მიმაჩნია, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი ადგილი ხელოვნებაში. ყველას წარმატება მიხაროდა და დღესაც მიხარია.

ამბობენ, ხელოვნება არ არსებობს ინტრიგების გარეშეო, მაგრამ არანაირი ინტრიგა არ მქონია, რა მქონდა საინტრიგო? მე სხვანაირი ბუნების ადამიანი ვარ. ბევრს დავუთმე სპექტაკლები და საერთოდ წავედი საქართველოდან.”