4 სექტემბერი, 2020

ფესტივალი თრუსოს ხეობის აღდგენისთვის

ფესტივალი თრუსოს ხეობის აღდგენისთვისთრუსოს ხეობის ისტორიული ნასოფლარებისა და საცხოვრებელი კომპლექსების აღდგენა-რეაბილიტაციის იდეას ეთნო-ფესტივალი “თრუსო” მიეძღვნება.

ფესტივალი 13 სექტემბერს ყაზბეგის რაიონში თრუსოს ხეობაში ულამაზეს ციხე- სოფელ ზაქაგორში ჩატარდება.

ერთდღიანი ღონისძიება ტარდება პროექტის „მივიწყებული მოხეური ტრადიციების აღდგენის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ა(ა)იპ ლომეკი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრი, ა(ა)იპ ყაზბეგის განვითარების ჯგუფი და სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი.

თრუსოს ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ხეობა წარმოადგენს ისტორიული და ბუნების ძეგლების ერთობლიობას. აქ შემორჩენილ ისტორიულ ნასოფლართან ერთად, შემოინახა გვიანი შუა საუკუნეების ტიპიური მთის საცხოვრებელი კომპლექსების ნიმუშები (სათავდაცვო და საცხოვრებელი კოშკები, ციხე-სახლები, სამეურნეო ნაგებობები და სხვა.); მნიშვნელოვანად შემორჩა საკულტო ნაგებობები – ეკლესიები, ე.წ. ნიშები, ქვა-ჯვარები, საფლავის ქვები, აკლდამები და სხვა. ხეობების უმეტეს სოფლებში შემონახულია კრიპტოგრამები−ქვაზე არსებული ნახატები). დღეისათვის ეს ხეობა დაცლილია და გაუკაცრიელებული, თუმცა მის მიმართ არსებობს დიდი ინტერესი მეცნიერების თუ სიძველის მოყვარულთა მხრიდან აგრეთე, დიდი ტურისტული ინტერესი ვიზიტორთა მხრიდან.

ფესტივალის პროგრამა:

13.00. – ტრადიციული დოღი

14.00. – ფესტივალის გასხნა
შემეცნებითი ნაწილი – ისტორიკოსების, ეთნოლოგების, არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ თრუსოს ხეობის ისტორიულ-კულტურული ასპექტების წარმოჩინება
პოეტების, მწერლების გამოსვლა;
თრუსოს კულტურის ძეგლების ამსახველი საარქივო ფოტოების ფოტოების გამოფენა;
თრუსოს ხეობის კულტურის ძეგლების შესახებ მომზადებული გზამკვლევის წარდგინება;
თრუსოს ხეობის განვითარების აღდგენა-რეაბილიტაციის პერსტექტივა – „იდეების გაცნობა“;

15.00. – კულტურული ღონისძიება. ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით წარმოადგენილი იქნება რიტუალი−ტრადიციული „მოხეური ქორწილი“. მონაწილეობენ ქალთა ანსამბლი „დიდებაჲ“, ვაჟთა ანსამბლი „ერობა“, ბავშვთა ანსამბლი „კარიბჭე“.

16.00. – მატყლის დაჩეჩვის, დართვის და ქსოვის მასტერკლასი.
ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
ხატვის მასტერკლასი;
კუთხური სამზარეულო: ხინკლის მასტერკლასი, ტრადიციული კერძების მომზადება
სპორტული შეჯიბრებები;

17.00. – გამარჯვებულთა დაჯილდოვება
ფესტივალის დახურვა.

ღონისძიება კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართება.