ოთარ სეფიაშვილის ჯადოსნური “ილუზიონი”

ოთარ სეფიაშვილის ჯადოსნური "ილუზიონი"კრიტიკოსმა, სცენარისტმა და ჟურნალისტმა ოთარ სეფიაშვილმა 1981 წლის პირველ იანვარს საქართველოში ათასობით მაყურებელს მსოფლიო კინოს ჯადოსნური სამყაროს კარი ფართოდ გაუღო.

პირველ არხზე მომზადებული საავტორო პროგრამით “ილუზიონი” ოთარ სეფიაშვილი საზოგადოებას წლების განმავლობაში საუკეთესო ფილმებს სთავაზობდა. უფროსი თაობის ადამიანები ხშირად იხსენებენ, რომ ეს იყო ყველაზე რევოლუციური გადაცემა გენიალური დასაწყისით მაშინდელ საქართველოში, შეთავაზებული ფილმების ყურება კი – უდიდესი სიამოვნება რკინის ფარდით ჩაკეტილ საბჭოთა კავშირში.

გაგიკვირდებათ, მაგრამ “ილუზიონის” დახურვა რამდენჯერმე სცადეს, საბედნიეროდ, უშედეგოდ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა გადაცემის დახურვის მცდელობა კატეგორიულად გააპროტესტა, რასაც წინ ვეღარავინ აღუდგა.

“ილუზიონის” ეპოქა მაინც დასრულდა – 1997 წელს ოთარ სეფიაშვილმა საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა. ყველაზე მეტად შორეულ ქვეყანაში სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი სამშობლო და თბილისის ქუჩებში ხეტიალი ენატრებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა “ილუზიონის” უცვლელ ავტორს ნიუ იორკში ჩააკითხა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

ოთარ სეფიაშვილი 84 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა.