21 სექტემბერი, 2020

ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის. ამის მიზეზი მის მიერ მარიამ გოგაშვილისთვის სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარია.

ნინი ბადურაშვილი გადაცემის “კაცები” სტუმარი იყო. მარიამ გოგაშვილმა მომღერლის სტუმრობა გადაცემაში ასე შეაფასა: “ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, პასუხად კი ნინისგან მიიღო: “ამ ვიდით რამდენს ბედავ!”

მომღერალმა მარიამს ბოდიში საჯაროდ მოუხადა:

“მეგობრებო! ამ გოგონას ვერაფრით მივაწვდინე ხმა.. ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტი მოხდა გუშინ.. ვაღიარებ ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო, რაზეც მოყვა თქვენი ლოგიკური რეაქცია..

მინდა ბოდიში მოვუხადო მას! ალბათ ნახავს, როდესაც აღადგენს მის გვერდს.. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ ზედმეტი აგრესიისაგან. წარმატებები და ბედნიერება თქვენ!”