3 სექტემბერი, 2020

ნატო გელაშვილს კონცერტი გაუუქმეს

მომღერალ ნატო გელაშვილს კონცერტი გაუუქმეს.

ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა:

“ჩემო მეგობრებო, ვინც დღეს აპირებდით ბათუმში კონცერტზე დასწრებას, სამწუხაროდ, კონცერტი მოიხსნა ახალი რეგულაციის გამო…

შევხვდებით თბილისში უახლოეს პერიოდში უახლესი პროგრამით.”