1 სექტემბერი, 2020

ნაირა გელაშვილის ყველაზე დიდი სურვილი

მწერლის ნაირა გელაშვილის ყველაზე დიდი სურვილი ძალიან მარტივი და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია:

„აღარც დედები, არც მამები, რომ აღარ ვიყოთ, აღარც ცოლები, აღარც ქმრები, არც საყვარლები. აღარ გვინდოდეს ერთმანეთი მოზრდილთა ნდომით. უცბად ბავშვებად ვიქცეთ ყველანი და მივირბინოთ ჩვენსავ ბავშვებთან. ხოლო ისინი, ვინც ჩვენ ვიყავით: დაჭრილნი და გაწბილებულნი, თოჯინებად გადვიქცეთ ყველა. ნელა გავბანოთ, ჩვენ, ბავშვებმა ის თოჯინები, დავაძინოთ მერე სიმღერით, დავახუროთ სქელი საბანი, გავიხუროთ ქალაქის კარი და მინდორში გავიქცეთ ერთად…

ჩამოდის წვიმა ჩვენს თვალებზე. ო! სიხარული! ბრუნდება იგი მხოლოდ ასე, მხოლოდ ამგვარად: ვარსკვლავიერი, გრილი, ბავშვური…”