4 სექტემბერი, 2020

მუხრან მაჭავარიანის შეგონება ქართველებს

პოეტი მუხრან მაჭავარიანი და მისი თითოეული ლექსი იმდენად გულწრფელია, რომ შეუძლებელია წაიკითხო და სულის სიმები არ შეარხიოს.

“არტ ინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ ლექსს, რომელიც დღეს ყველაზე მეტად უხდება ჩვენს ყოფას:

“როდემდე უნდა გვეძინოს ყურზე?!
(ქვეყანას ღვიძავს! –
დღეს სძინავს ვისღა)?!…
ჩვენი მზის სხივს და
ჩვენი ზვრის ყურძენს
როდემდე უნდა ვიღებდეთ სხვისგან?!
როდემდე უნდა გვეძინოს ყურზე?!
(ნეტავი, ჩვენში ყოველგვარი
რამ ჩაჰკლა რისკი?)! –
და დუმილისკენ,
ღრმა დუმილისკენ
გვეჭიროს უნდა როდემდე კურსი?!”