4 სექტემბერი, 2020

მიხეილ თუმანიშვილის ანდერძი მსახიობებს

რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი ქართულ თეატრალურ სამყაროში განსაკუთრებულად ძვირფასია.

მისთვის თეატრი, მსახიობი და მაყურებელი ერთი მთლიანობა იყო, რომლებიც ყოველი სპექტაკლის დროს განსაკუთრებულ დღესასწაულს ქმნიდნენ:

“თავს იმ იმედით როდი ვიმშვიდებ, რომ მაყურებლისთვის თეატრი – ტაძარია, მაგრამ მსახიობებისთვის ის უნდა იყოს ტაძარი. თუ არადა, რა აზრი აქვს, ემსახურო მას?! თუკი ის არ განგწმენდს, არ გაგაკეთილშობილებს, თუკი ის მხოლოდ ბალაგანია, სახიობა, მაშინ რისთვისღაა საჭირო?!

თეატრში ყოფნას მაშინ აქვს აზრი, თუკი სასწაულს ეძებ, რომელიც ცხოვრებაში არ იპოვება.

თეატრი ადგილია, სადაც ლაპარაკობენ და ქმნიან მთავარს: რისთვის ვარ, რისთვის ვართ, როგორები ვართ, როგორები უნდა ვიყოთ?

თეატრი იმისთვისაა, რომ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ, გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავს და გაოცდნენ.”