24 სექტემბერი, 2020

ლიზა ყენია ფულს ითხოვს

მომღერალი ლიზა ყენია ფულს ითხოვს და ყველაზე ახლობლებსაც კი საჯაროდ მიმართავს:

– მაშინ როცა შენ ხელფასს იღებ იმაში, რო მიგყავს გადაცემა, ან ხარ რამე გადაცემის პროდიუსერი, მინდა ისიც იცოდე, რომ ვისი დახმარებითაც ქმნი გადაცემას, ვგულისხმობ სტუმარს, რომელიც თავის ცხოვრების რამდენიმე საათს გითმობს და გიდებს რეიტინგს, უნდა გადაუხადო ფული, რადგან ისიც თავის საქმეს აკეთებს, ისიც მუშაობს და ისიც იმსახურებს ანაზღაურებას.

როგორც გინდათ ისე მიიღეთ, მაგრამ არც ერთ გადაცემაში არ დამიძახოთ, თუ არ გექნებათ გათვლილი ჰონორარი.

ძაან ახლოებზეც გადის.”