10 სექტემბერი, 2020

კონსტანტინე ესაძის საერთაშორისო წარმატება

ქართველი ოპერატორი კონსტანტინე ესაძე მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

იგი წარდგენილია საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაზე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელსაც 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მადრიდი უმასპინძლებს.

კონსტანტინე ესაძე რჩეულთა შორის ფილმით “შინდისი” მოხვდა. ოპერატორი არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. მას ნამუშევარი როგორც ქართველ, ასევე უცხოელ რეჟისორებთან. დიტო ცინცაძის “შინდისი”, ლევან თუბერიძის “სამურაი დასვენების ჟამს”, მარიამ ხაჭვანის” დედე” და “დინოლა”, ანა ურუშაძის “საშიში დედა”, ალეკო ცაბაძის “რენე მიდის ჰოლივუდში”, რუსუდან ჭყონიას “გაიღიმე”, ზაზა კოლელიშვილის “ომი და ქორწილი” სწორედ კონსტანტინე ესაძის ოპერატორული ნამუშევრებია.

მან მამასთან – რეზო ესაძესთან ერთადაც იმუშავა მის ფილმზე “თვე, როგორც ერთი დღე”.