15 სექტემბერი, 2020

კირა ანდრონიკაშვილი – მსახიობი სამშობლოს მოღალატის ცოლის სტატუსით

მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის ხსენებაზე თითქმის არავის ახსენდება ნატო ვაჩნაძის უმცროსი და – რომელმაც ულამაზესი უფროსი დის გზა აირჩია და კინომსახიობი გახდა.

ეს იყო მსახიობი, რომლის მონაწილეობითაც გადაღებული ფილმები აკრძალული იყო და მან მთელი ცხოვრება სამშობლოს მოღალატის ცოლის სტატუსით იცხოვრა.

ზაკ მირიანაშვილი:

“კირა ანდრონიკაშვილი, რომელიც სრულიად ახალგაზრდა უფროსი დის, ნატოს (ვაჩნაძე) გზას მიყვება და კინომსახიობი ხდება, ქართული მუნჯი კინოს შედევრში მთავარ როლს – შამილის უმშვენიერეს ნაიბს, შეუდრეკელ ელისოს თამაშობს.

ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია და ტიციან ტაბიძე გადაღებებზე გერმანული წარმომავლობის რუს პოეტს ბორის პილნიაკს აცნობენ, რომელზეც ქორწინდება..

შემდეგ იყო სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის წლები იუტკევიჩის სახელოსნოში, უცნობია როგორი ფილმის გადაღებას აპირებდა, ან რა გეგმები ჰქონდა.

1937 წელს მეუღლეს სტალინისათვის გაგზავნილი პოეტების დასაცავი წერილის გამო ხვრეტენ, თავად უფროს კირა ანდრონიკაშვილს სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკში ასახლებენ ასტანაში.

აქედან ტანჯვის წლები იწყება. დაუსრულებელი მოლოდინის, რომელის დასასრულიც მისმა დამ შეძლო და გაათავისუფლა, ისევ სახელოვანმა ნატომ უთხრა ერთ-ერთ დეკადაზე სტალინს “ჩემი და ხომ არაფერ შუაშიაო”.
კირა საქართველოში ბრუნდება, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ ინახავს თუ როგორი ტანჯვა გამოიარა იქ, იმ ბანაკში.

უმცროს კირა ანდრონიკაშვილს, რომლის ცხოვრების მთავარი სიყვარულიც კინოა მთელი ბავშვობა ეუბნებოდნენ, რომ უნდა დამსგავსებოდა მამიდას და მისი საუკეთესო თვისებები უნდა ჰქონოდა. თავად სამივე მამიდას დიდი სიყვარულით იხსენებს, ამბობს რომ ღმერთმა გარეგნობა და ხალხის სიყვარული მისცათ, მაგრამ ორივე მამიდას მძიმე ცხოვრება ჰქონდა.

დაკარგული იყო ბევრი ნივთი უფროსი კირა ანდრონიკაშვილის, ფილმებს მისი მონაწილეობით თითქმის არ უჩვენებდნენ…

ის იყო ქალი, რომელზეც ნაკლებად ლაპარაკობენ, სამწუხაროდ…

ქალი, რომელიც სამოშობლოს მოღალატის ცოლის სტატუსით აცხოვრეს…”