8 სექტემბერი, 2020

იაკობ გოგებაშვილის “საღმრთო ისტორია” ანიმაციაში

იაკობ გოგებაშვილის “საღმრთო ისტორია” ანიმაციაში გაცოცხლდა.

მირზა დავითაიას სტუდიამ წარმატებულად გამოიყენა კარანტინის პერიოდი და შექმნა 5-წუთიანი ანიმაციური სერიალების ციკლი, რომელშიც საბავშვო მწერლის ნაწარმოებები გააერთიანა.

ამჟამად შექმნილია ხუთი სერია: “იესო ქრისტეს შობა”, “იესო ქრისტეს ნათლისღება”, “იესო ქრისტეს ჯვარცმა”, “იესო ქრისტეს აღდგომა” და “იესო ქრისტეს ამაღლება”.