ია სუხიტაშვილი გამარჯვებულია

ია სუხიტაშვილი გამარჯვებულიამსახიობი ია სუხიტაშვილი გამარჯვებულია.

ქართველი ხელოვანი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა.

ია სუხიტაშვილმა ეს ჯილდო დეა კულუმბეგაშვილის ფილმში “დასაწყისი” შესრულებული როლისთვის მიიღო.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეკორდი მოხსნა – გრანპრი – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი – ამ ნომინაციებში ჯილდოები სწორედ ქართულმა ფილმმა მიიღო.