„ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტი  4 სექტემბერს გაიმართება

„ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტი  4 სექტემბერს გაიმართებაბათუმი-თბილისის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ 4 სექტემბერს დასკვნით კონცერტს თბილისში გამართავს.

საღამოში მონაწილეობას მიიღებს პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე, კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.

„ღამის სერენადები“ წლევანდელ ბოლო საღამოზე შესრულდება:

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის – ფუგა D-dur , ოპ. 137

კამერული ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები“

ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი

 

ფრანც პეტერ შუბერტის – უვერტიურა იტალიურ სტილში

კამერული ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები“

ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი

 

სანდრო ნებიერიძის – კონცერტი No. 2 ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის

სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო

კამერული ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”

ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი

 

ანტონინ დვორჟაკი ნოქტურნი, ოპ. 40.

კამერული ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები“

ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი

 

ლეოშ იანაჩეკის – სუიტა სიმებიანი ორკესტრისთვის

კამერული ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები“

ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი        

 

წლევანდელი „ღამის სერენადები“ 27 აგვისტოს ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა. კონცერტი ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის – სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტში მონაწილეობას მიიღეს პიანისტმა თამარ ლიჩელმა და გია ყანჩელის სახელობის სიმებიანმა კვარტეტმა.

ფესტივალის გახსნაზე შესრულდა სულხან ცინცაძის 4 საფორტეპიანო პრელუდია და საკვარტეტო მინიატურები. აჟღერდა მორის რაველის ვალსი ფორტეპიანოსთვის და რობერტ შუმანის კვინტეტი ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისთვის, ოპ. 44.

„ღამის სერენადების“ გასხნაზე შესრულდა ფერენც ლისტის „ნუგეში“. ნაწარმოები მარიამ დავითაშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ფესტივალის შემოქმედებით ცხოვრებაში.

2 სექტემბერს ფესტივალმა თბილისში გადმოინაცვლა. მსმენელისთვის დაუკრეს პიანისტებმა ლიზა ჩხაიძემ და ელენე შავერზაშვილმა, ასევე კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“, რომელსაც მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანმა უდირიჟორა.

კონცერტზე შესრულდა ფრანც იოზეფ ჰაიდნი სერენადა სიმებიანი კვარტეტისთვის F მაჟორი, ოპ.  3; ჯიმშერ ჩხაიძის სენტიმენტები კამერული ორკესტრისთვის; ედვარდ გრიგის 2 ელეგიური მელოდია; ვახტანგ მაჭავარიანის  კონცერტინო ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისთვის; გიორგი შავერზაშვილის კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისთვის Nო. 4 და იან სიბელიუსის რაკასტავა, სუიტა სიმების, ტიმპანის და სამკუთხედისათვის, ოპ. 14 (პრემიერა).

ონლაინ ტრანსლაცია: Leno Records

პროდუსერი: გვაჯი

ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე.ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“მხარდამჭერები არიან:  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; Lenø Records; კომპანია ,,პსპ“, მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში; ღვინის კომპანია „Georgian Unique Wine” -2018 წლის წარმატებული ახალი  ბრენდი; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“.

პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; რუსთავი 2;  TV პირველი; „არტარეა“ ; ახალი ამბების სააგენტი „Pia.ge”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ჯორჯიანპრესი, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “ Messenger”;” ჯორჯიან პრესი“; ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge