გენიალური წრომის ტაძრის სავალალო მდგომარეობა

გენიალური წრომის ტაძრის სავალალო მდგომარეობახაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე წრომის უძველესი ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია.

ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“გენიალური წრომის მშენებლობიდან ვიდრე მწვანე მოაჯირების ჩხლართვამდე…

ანუ ქართველი ერის ესთეტიკა 14 საუკუნის წინ და ამჟამად… ეს სავალალო მდგომარეობა წარმომიდგინა ინტერნეტში ნანახმა ამ ფოტომ, რომელიც ან შარშან, ან წელს გადაიღო ავტორმა.

1385 წლის წინ აგებული, თოთხმეტსაუკუნოვანი დიდებული წრომის მაცხოვრის ტაძარი (აგებულია 635 წელს ძველი ეკლესიის ადგილზე) 2019 წლამდე წყალი ჩადიოდა სახურავის ბევრ მონაკვეთზე და აზიანებდა ტაძარს.

შარშან მოხდა სახურავის განახლება სააგენტოს ხელმძღვანელობით, მაგრამ მაინც ბევრ პრობლემას განიცდის ისტორიული ძეგლი: საჭიროებს ეროზირებულ-დახავსებული და ადგილ-ადგილ ცემენტით გაითხუპნული ქვის პერანგის კონსერვაცია-რესტავრაციას, კანკელის აღდგენას და სხვა კეთილმოწყობით სამუშაოებს. ამ ყველა პრობლემას ემატება ამ ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის მიერ შეუსაბამოდ დამონტაჟებული გარეგანათების ბოძები და კაბელები, ასევე მწვანე მოაჯირი, რომლებიც ამახინჯებენ ტაძრის ისტორიულ ფასადებს და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

როდის ვისწავლით ქართველები ეროვნული საუნჯის გაფრთხილებას და მოვლას, მე ვერ გავიგე და კიდევ უფრო მაკვირვებს ის, რომ წინა საუკუნეებში ჩვენში არსებული უდიდესი ესთეტიკის და სინატიფის შეგრძნება ასე როგორ დავკარგეთ და დაგვიმახინჯდა…”