გაიცანით ილიკო სუხიშვილის ულამაზესი შვილები

გაიცანით ილიკო სუხიშვილის ულამაზესი შვილებიილიკო სუხიშვილი თავისი გვარის ღირსეული გამგრძელებელია და უკვე წლებია ანსამბლ “სუხიშვილების” დამაარსებლების ბაბუისა და ბებიის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის გზას ღირსეულად აგრძელებს.

ილიკოს პირადი ცხოვრება ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ლეილა კვირიკაშვილმა მისი ულამაზესი გოგონები – დარია და ლიზი აუდიტორიას სიამაყით წარუდგინა და ილიკოზეც განსაკუთრებული სიყვარულით ისაუბრა:

“შთამომავალი, აქვე ვიტყვი-ღირსეული…

ქალბატონ ნინო რამიშვილს კარგად ვიცნობდი. საქართველოს ტელერადიოკომიტეტის ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა რედაქციაში როცა ვმუშაობდი, ქალბატონ ნინოზე გადაცემა გავაკეთე და თითქმის ერთი კვირის განმავლობაში დავდიოდი მასთან სახლში.

არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მე დამიმეგობრდა და, ჩემდა გასაკვირად, თავისი ახალგაზრდობის უმშვენიერესი ფოტოც მაჩუქა წარწერით. დარწმუნებული ვარ, ის ერთადერთი ფოტო იყო ოჯახში (ილიკო და ნინო პატარები იყვნენ მაშინ, შეიძლება, არც უნახავთ საერთოდ ის ფოტო. არადა, არქივისთვის უმნიშვნელოვანესია).

სულ ვაპირებ, როცა თბილისში ვიქნები, უნდა ვნახო ილიკო და ნინო და ეს ფოტო დავუბრუნო.

მე ელექტრონული ფოტოასლითაც დავკმაყოფილდები….

რაზე გამახსენდა ახლა?

ილიკოს ინტერვიუს ვუყურე და აღფრთოვანებული ვარ!

ღირსეული შთამომავლები და საამაყო ქართველები არიან ჩემთვის ნინო და ილიკო სუხიშვილები.

ინტერვიუში ილიკომ შვილები ახსენა და აი, მათი სურათებიც აქვეა.”

დარია სუხიშვილი

გაიცანით ილიკო სუხიშვილის ულამაზესი შვილები

ლიზი სუხიშვილი

გაიცანით ილიკო სუხიშვილის ულამაზესი შვილები

გვანცა შერგელაშვილი – ილიკო სუხიშვილის მეუღლე, რომელიც ვენესუელაში გასტროლის დროს მოკლეს

გაიცანით ილიკო სუხიშვილის ულამაზესი შვილები