დიანა ღურწკაიას ისევ აკრიტიკებენ

დიანა ღურწკაიას ისევ აკრიტიკებენქართველ მომღერალს დიანა ღურწკაიას ისევ აკრიტიკებენ.

მიზეზი ამჯერადაც ახალი სიმღერაა, რომელიც კვლავ პოლიტიკას შეეხება.

რუსული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა ბელორუსის მხარდასაჭერი სიმღერა ჩაწერეს და მის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიუძღვნეს.

მომღერლებს შორისაა დიანა ღურწკაია. ის აქტიურად იღებს მონაწილეობას პოლიტიკასთან დაკავშირებული სიმღერებისა და ვიდეორგოლების ჩაწერაში.

ქართველი მსმენელი დიანას ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა და მომღერალი ღიად გააკრიტიკა.