25 სექტემბერი, 2020

დაუმსახურებელი უსამართლობა ზურა დოიჯაშვილს

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ნამდვილად არ იმსახურებს ისეთ უყურადღებობას, რომელსაც მის მიმართ ვიჩენთ.

ვალერი მურღულია:

“ჩვენი უსაყვარლესი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 5-თვეა, თელავივის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის.

ზურა, ძალიან მენანები, ვიცი, შენს ტკივილს აღრმავებს საქართველოსთან სიშორეც. არც ხელისუფლება და არც ერთი მედია საშუალება არ ინტერესდება მისი მდგომარეობით და ეს არის სირცხვილი.

ძალიან მიყვარხარ და ვლოცულობ შენთვის, ჩემო კარგო მეგობარო, და ნამდვილო ადამიანო. ვილოცოთ ზურასთვის.”