22 სექტემბერი, 2020

დაუჯერებელი არაპროფესიონალიზმი გელათში

არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა და დანაშაული – ასე შეიძლება ეწოდოს გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვით სამუშაოებს, რომლის ფოტოებს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს:

“ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ადამიანმა ინფარქტი შეიძლება მიიღოს – თითოეული გახსენით და ნახეთ როგორ შეუსრულებიათ სამუშაოები! ჩავიდოდა წყალი, აბა რა იქნებოდა! გადაბმის ადგილას კრამიტზე სილიკონია დასხმული და შურფები დაჟანგულია; მოჭიქული კრამიტი რომ დამსკდარია, ეს აქამდეც ვიცოდით.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ის, ვინც გადახურვას ხელმძღვანელობდა, ვინც უშუალოდ შეასრულა სამუშაოები, ვისაც კონტროლის განხორციელება ევალებოდა! ყველამ თავისი წილი პასუხი უნდა აგოს. ამის ჩამდენი სამუშაოებს ვერ გამოასწორებს ისე, რომ მალე ისევ პრობლემა არ შეიქმნას.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ გელათის სამონასტრო კომპლექსს ასე რომ მოექცევი, შენ ეროვნული მნიშვნელობის და შედარებით სუსტი დაცვითი მექანიზმების მქონე ძეგლს რაღას უზამ?!

ფოტოები მეგობარმა მეილით გამომიგზავნა. ვიცი რომ ფეისბუქიდანაა გადმოწერილი, მაგრამ ვისი გადაღუბულია არ ახსოვს და ამიტომ, წყაროს ვერ ვუთითებ.”