17 სექტემბერი, 2020

ჩეჩნეთში უნიკალური ქართული წარწერა აღმოაჩინეს

ჩეჩენმა არქეოლოგებმა უიშვიათესი ქართული წარწერა აღმოაჩინეს. მეჩეთის ნანგრევების დასუფთავებისას აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა ლოდზეა შესრულებული და შუასაუკუნეებით თარიღდება. ლოდზე 24 ასომთავრული ასო-ნიშანია და IX-XIII საუკუნეების დამწერლობის უიშვიათეს ძეგლს წარმოადგენს.

არტეფაქტი გროზნოში არქეოლოგიური კვლევის ცენტრშია გადატანილი და ქართველ კოლეგებთან ერთად დაწყებულია ტექსტის გაშიფრვაზე მუშაობა.

აზამატ ახმაროვის ინფორმაციით, ამ აღმოჩენის უნიკალურობა იმაშია, რომ თუკი ადრე აღმოჩენილი არტეფაქტები მოიცავდნენ მოკლე ფრაზებს, ახლა მთლიანი ტექსტია ნაპოვნი.