ბულდოზერით ახვეტილი და გადაყრილი საფლავის ქვები გია ლაფაურმა კისისხევში საკუთარი თვალით ნახა და ფოტოებიც გადაიღო:
“1 სასიხარულო რამ ვნახე ღვთაებისა და რიგის საყდრების მიმდებარედ და 1-იც არასასიამოვნო, სვიმონიანთ საყდრის “რესტავრაციის” დროს (ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი მოეთხოვება) ბულდოზერით ახვეტილი და გადაყრილი საფლავის ქვები…
საინტერესო და სასიხარულო კი ესაა: აი, რა ვიპოვე რიგის საყდრებთან ძველ ნამოსახლართან – ობსიადინის ისრის პირი. მართალია დაზიანებული, მაგრამ გვიანი ბრინჯაოს ხანით დამითარიღეს, ეს კი მაგ ნამოსახლარებს ადრე ქრისტიანული ხანიდან გვიან ბრინჯაოს ხანამდე გადავყავართ.
კისისხევი მართლაც საინტერესო და უნიკალური ისტორიის მქონე სოფელია…”