30 სექტემბერი, 2020

ბასტი ბუბუს საქმე გადაეცემა სასამართლოს!

– პატარებისთვის საყვარელი “ბასტი ბუბუს” საქმე გადაეცემა სასამართლოს! – ეს ინფორმაცია მისმა ხელმძღვანელმა თამრიკო სხვიტარიძემ გაავრცელა:

“კორონო ვირუსმა, ყველასთან ერთად, დააზარალა ბავშვების საყვარელი – ბასტი ბუბუც!!!

მეათე თვეა ბავშვები ვერ დადიან სტუდიაში, საიდანაც აქვს ბასტი ბუბუს ძირითადი შემოსავალი.

უხელფასოდ არის 60 თანამშრომელი, რომლებიც თავისი საქმის უმაღლესი კლასის სპეციალისტები არიან.

ასევე, ბასტი ბუბუ ვერ იხდის იჯარის თანხას, რომელსაც 30 წლის განმავლობაში პირნათლად უხდიდა სახელმწიფო ორგანიზაცია “ახალგაზრდობის სააგენტოს” !!!

ბევრი მიწერ-მოწერის, პირადი და ვირტუალური შეხვედრების შემდეგ, ახალგაზრდობის სააგენტომ, გუშინ ბასტი ბუბუს მისცა ერთ კვირის ვადა, რათა დაფაროს 130 000 ლარის ოდენობის იჯარის ვალი, რომელიც კორონო ვირუსის გამო დაუგროვდა და რომლის გადახდის არანაირი ფინანსური საშუალება ბასტი ბუბუს ამ ეტაპზე არ გააჩნია!!!

ერთი კვირის შემდეგ კორონო ვირუსით დაზარეალებული ბასტი ბუბუს საქმე გადაეცემა სასამართლოს!!!

ეს ის შემთხვევაა, როცა საქმის ვითარება სასაცილოც არის და სატირელიც!!!

პ.ს. ნეტავ, როგორ მოიქცევა სახელმწიფო, სასამართლო, ხალხი, რომელსაც უყვარს ბასტი ბუბუ და როგორ ჩაიწერება ეს წლები ბასტი ბუბუს ისტორიაში, რომელიც უკვე საქართველოს ბავშვების საყვარელი 30-წლიანი ბრენდია.

დაველოდოთ, საქმის განვითარებას. ვითვალისწინებთ ხალხის დიდ ინტერესს და ამიტომ დღეიდან ამ საქმის განვითარების ყველა დეტალი საჯარო გახდება!”